მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური სტრატეგიები მემარცვლეობაში

მთავარი square icon სიახლეები

მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური სტრატეგიები მემარცვლეობაში

შესავალი

მარცვლოვანი კულტურების დაცვა მავნებელ-დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მოსავლის დაზიანება შეიძლება მოხდეს როგორც მინდვრად, ისე მისი შენახვის პერიოდში, რის გამოც აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. თანამედროვე სტრატეგიებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პესტიციდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც თესლის, ისე მზა პროდუქტის დაცვას.

მავნებელ-დაავადებების ძირითადი ჯგუფები მემარცვლეობაში

·                  მავნებლები – მარცვლეულის ბუზი, ხორბლის ხოჭო, ბუგრები.

·                  სოკოვანი დაავადებები – ფუზარიოზი, სეპტორიოზი, ჟანგა.

·                  მღრღნელები – მინდვრის თაგვი და სხვა მავნებლები.

·                  სარეველები – კონკურენტები საკვებ ნივთიერებებზე, ტენიანობასა და სინათლეზე.

პესტიციდების როლი მემარცვლეობაში

თესლის დამუშავება – „ჯენსილი“-მაღალეფექტური და ეკონომიური.

თესლის წინასწარი დამუშავება წარმოადგენს დაავადებების კონტროლის ეფექტიან და ეკონომიურ გზას.

„ჯენსილი“ (ტებუკონაზოლი) არის სისტემური ფუნგიციდი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი საწყისი აქტიურობითა და ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით.

მოქმედების სპექტრი:

·                  საშემოდგომო ხორბალი – მტვრიანა და მაგარი გუდაფშუტა (Ustilago tritici, Tilletia caries), ფესვის ფუზარიოზი (Fusarium), სეპტორიოზი (Septoria), თესლის ობი (Alternaria), ჰელმინთოსპორიოზი (Bipolaris sorokiniana).

·                  საშემოდგომო ქერი – ქვა გუდაფშუტა (Ustilago hordei), მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago nuda), თესლის ობი (Alternaria).

·                  შვრია – მტვრიანა გუდაფშუტა (Ustilago avenae).

დაცვითი ხანგრძლივობა: აღმოცენებიდან – მილში შესვლამდე.

„ჯენსილი“ უზრუნველყოფს ჯანსაღ აღმოცენებას და მცენარის დაცვას დაავადებების ფართო სპექტრისგან.

შენახვის პირობებში – „ბესტ სიპერი“

მოსავლის დაზიანება შესაძლოა არ დასრულდეს მინდვრად; დიდი ზარალის მიღების საფრთხე არსებობს საცავში შენახვის პერიოდში. სწორედ აქ წარმატებით გამოიყენება „ბესტ სიპერი“, რომელიც არის შინაგანი და კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდი.

მოქმედი ნივთიერება: ციპერმეტრინი – 250 გრ/ლ.
ქიმიური კლასი: სინთეზური პირეტროიდები.
დაცვითი ხანგრძლივობა: 2–3 კვირა.

მოქმედების მექანიზმი:
მავნებლის ორგანიზმში მოხვედრისას ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე, იწვევს ძლიერ აღგზნებას, შემდეგ დამბლას და საბოლოოდ – სიკვდილს.

მახასიათებლები:

·                  ეფექტურია ქერცლფრთიანების, ხოჭოების, ბუზების, სინატროპული მავნებლებისა და ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ.

·                  გამოიყენება მარცვლეულის საცავების და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექციისათვის.

·                  მოქმედებს სწრაფად და იძლევა ნოკაუტ-ეფექტს – მავნებლის სიკვდილი დგება დამუშავებისთანავე.

·                  ეფექტურია მავნებელთა განვითარების ყველა ფაზაში – მატლიდან იმაგომდე.

·                  ახასიათებს აკარიციდული გვერდითი მოქმედება.

·                  კარგად მაგრდება დამუშავებული ზედაპირის ზედაპირზე და არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას.

„ბესტ სიპერი“ განსაკუთრებით ეფექტიანია საცავის ცხვირგრძელას წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი მავნებელია შენახულ მარცვლეულში.

ინტეგრირებული სტრატეგია

·                  მინდვრად – „ჯენსილი“ უზრუნველყოფს თესლისა და მცენარის დაცვას სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრისგან.

·                  საცავში – „ბესტ სიპერი“ იცავს მოსავალს ინსექტებისა და სხვა მავნებლებისგან.

·                  დამატებით – ჰერბიციდების, ინსექტიციდებისა და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვით.

დასკვნა

მემარცვლეობაში მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური სტრატეგია უნდა მოიცავდეს როგორც ველის, ისე საცავის პირობებში დაცვას.

„ჯენსილი“ უზრუნველყოფს მცენარის საწყისი განვითარების ეტაპზე სოკოვანი დაავადებების კონტროლს და ჯანსაღ აღმოცენებას.
„ბესტ სიპერი“ კი არის მაღალი ეფექტიანობის ინსექტიციდი, რომელიც იცავს მოსავალს საცავში შენახვის პერიოდში.

ეს ორი პრეპარატი წარმოადგენს მემარცვლეობაში ინტეგრირებული დაცვის ეფექტიან მოდელს, რომელიც აერთიანებს დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას სხვადასხვა ეტაპზე – თესლიდან შენახვამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

·       +995 599 550 497

·       [email protected]

·       იუნკერთა ქუჩა #1

·       Agrobest.com.ge

ავტორი:ვალიკო მუსაშვილი                   მარცვლეული

image

ვენახის რეგენერაცია ქიმიური სტრესის შემდეგ — როგორ დავეხმაროთ მცენარეს აღდგენაში

საკუთარი ვენახის მოვლა სასიხარულოა — სანამ ერთ დღეს ფოთლები არ გაყვითლდება და ვაზი თითქოს სუნთქვას არ შეწყვეტს. ხშირად ამას არ აშავებს ...

სრულად ნახვა
image

მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური სტრატეგიები მემარცვლეობაში

მარცვლოვანი კულტურების დაცვა მავნებელ-დაავადებებისგან სასოფლო-სამეურნეო წარმოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მოსავლის დაზიანება შეიძლ...

სრულად ნახვა
image

ვაზის სარეველები და მათთან ბრძოლის გზები

ვაზის მოვლა რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც ბევრ დეტალს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ვენახში სარეველა მცენა...

სრულად ნახვა
image

როგორ ვუმკურნალოთ დასეტყვილ ვენახს?

საქართველოში სეტყვა საკმაოდ ხშირი და პრობლემატური მოვლენაა, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ატმოსფერული პირობები ხელს უწყ...

სრულად ნახვა
image

ვაზის ჭრაქი და მასთან ბრძოლა

ვაზის ჭრაქი (Plasmopara viticola) არის სოკოვანი დაავადება, რომელიც აზიანებს ვაზს და იწვევს ფოთლების, ყვავილედებისა და მტევნების დაზიანე...