ფულპასი

ფულპასი

ფულპასი

ფუნგიციდი

მაღალეფექტური ფუნგიციდი ნაცროვანი და ჟანგროვანი სოკოების წინააღმდეგ.

მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი 10გრ/ლ.

ქიმიური კლასი: ტრიაზოლები.

პრეპარატული ფორმა: ემულსია კონცენტრატი.

დაფასოება: 1 ლ.

თვისებები:
მაღალი ეფექტი ნამდვილი ნაცრების წინააღმდეგ,განსაკუთრებით პირველადი ინფექციისას, კარგი ამტანობა მცენარის მიერ, დაბალი ხარჯვის ნორმა, ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება, სისტემური თვისებების საშუალებით იცავს მცენარის ყველა ორგანოს, რომელსაც ემუქრება დაავადება, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება, იდეალური პარტნიორია სხვა პესტიციდთა კომპლექსურად დაცვის პროგრამებში.

ფულპასი საუკეთესო შედეგს იძლევა პროფილაქტიკური გამოყენებისას, დაავადების საწყის ეტაპზე პირველადი ინფექციის ჩახშობისა და გავრცელების წინააღმდეგ. ინტერვალი დამუშავებებს შორის უნდა იყოს 7-14, ამინდობრივი პირობებისა და ვეგეტირებადი მასის ზრდის გათვალისწინებით.


გამოყენება და ხარჯვის ნორმები

კულტურა დაავადება ხარჯვის ნორმა
ლ/ჰა
ლოდინის
პერიოდი დღე
ვაზი ნაცარი 0.15-0.25 20(3)
ატამი ნაყოფის სიდამპლე,
ნაცარი
0.5 20(4)
მარწყვი ნაცარი 0.5  
ალუბალი კოკომიკოზი 0.4  
ვაშლი ნაცარი 0.4 20(4)
ვარდი, მიხაკი, ქოთნის
ყვავილები
ნაცარი,ჟანგა 0.5% ხსნარი  
კიტრი (დახურული გრუნტი) ნაცარი 0.25-0.4  
კიტრი (ღია გრუნტი) ნაცარი 0.2 20(2)