ფამოსო წდგრ.

მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული ფუნგიციდი.

მოქმედი ნივთიერება: მეთირამი 550 გრ/კგ+პირაკლოსტრობინი 50 გრ/კგ

ქიმიური ჯგუფი: დითიოკარბამატები+სტრობილურინები

ფამოსო - განეკუთვნება ახალი თაობის ფუნგიციდებს.

მოქმედი ნივთიერებების მაღალეფექტური კომბინაციის საშუალებით

აღიკვეთება პათოგენის (სოკოს) შეღწევა ქსოვილში, მიცელიუმის ზრდა და სპორათწარმოშობის პროცესი.

უპირატესობები:

✓ საიმედოდ და ერთდროულად იცავს ვაზს ჭრაქისა და ნაცრისაგან

✓ მაღალეფექტურია დიდი ინფექციური ფონის შემთხვევაშიც.

✓ გააჩნია გვერდითი მოქმედება წითელას და შავი ლაქიანობის წინააღმდეგ.

✓ ხანგრძლივი მოქმედების საშუალებით შესაძლებელია ინტერვალების გახანგრძლივება.

✓ უსაფრთხოა სასარგებლო მწერების და ფუტკრების მიმართ.

✓ მოსახერხებელია გამოსაყენებლად- არ წარმოშობს მტვერს.

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა

დაავადება

ხარჯვის ნორმა

კგ/ჰა

ლოდინის

პერიოდი/დღეები

ვაზი

ჭრაქი; ნაცარი

2

28

პომიდორი

ფიტოფტორა

0,4

3

კიტრი

ჭრაქი

0.5

7

საზამთრო

ალტერნარიოზი

2

7