კორემიქსი სკ

კორემიქსი სკ
ფუნგიციდი
სისტემურ-კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი.
მოქმედი ნითიერება:
ბოსკალიდი (200 გრ/ლ) + კრეზოქსიმ მეთილი (100 გრ/ლ)
მოქედების სპექტრი: ნაცრების წინააღმდეგ.
კორემიქსის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი - ბოსკალიდი, რომელსაც
გააჩნია უნიკალური მოქმედება დაავადებათა გამომწვევების დიდი სპექტრის
მიმართ - დამუშავებისას ნაწილი მოქმედი ნივთიერებისა რჩება მცენარის
ქსოვილში და გადაადგილდება ტრანსლამინალურად და გამტარი კონების
საშუალებით აკროპეტალურად, ნაწილი რჩება მცენარის ქსოვილზე გარედან.
ბოსკალიდი ახშობს გამომწვევის სასუნთქ უჯრედებს და არღვევს მის
ენერგომიმართულებას.

მეორე შემადგენელი კომპონენტი-კრეზოქსიმ მეთილი,თანაბრად ნაწილდება
მცენარის დამუშავებულ ზედაპირზე და ნაწილობრივ ქსოვილების შიგნით.
გარეთ დარჩენილი ნაწილი მაგრდება მცენარის ცვილისებრ ნაწილში და
უზრუნველჰყოფს მაღალ მდგრადობას ატმოსფერული ნალექების მიმართ.
კორემიქსის გამოყენება ვაზის კულტურაში უნდა მოხდეს თანაყვავილედის
ჩამოყალიბების ფაზაში. დანარჩენი 10-12 დღიანი ინტერვალებით.
კორემიქსის ხარჯვის ნორმა ვაზზე ნაცრის წინააღმდეგ-არის 0,4-0,5 ლ/ჰა.
სამუშაო ხსნარის მოცულობა 800-1000 ლ/ჰა.
ლოდინის პერიოდი: 30 დღე
წამლობის ჯერადობა სეზონზე: 3