ბალბოა

ბალბოა
მინერალური ზეთი
კულტურა:
ციტრუსი, ვაზი, ვაშლი, დეკორატიული ყვავილები (ღია გრუნტი), ატამი, მსხალი, კომში
მავნებელი:
ტკიპა, ხეხილის წითელი ტკიპა, აბლაბუდიანი ტკიპა, ფაროსანა, ფოთლიხვევიები, ბუგრები
პრეპარატული ფორმა:
დაავადება:
შეფუთვის ზომა:
მოქმედი ნივთიერება:

მოქმედი ნივთიერება: მინერალური ზეთი 800 გ/ლ
ქიმიური ფორმა: ემულსია კონცენტრატი
დაცვითი ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
მოქმედების მექანიზმი: „ბალბოა“ გამოირჩევა მოქმედების უნიკალური, ფიზიკური მექანიზმით, რაც მას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატი მცენარის ზედაპირზე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც:
ახშობს მავნებლებს და აფერხებს მათ განვითარებას
ანადგურებს კვერცხებსა და ლარვებს
ამცირებს დაავადებების გადამტანი მწერების გავრცელებას.
„ბალბოა“ წარმატებით გამოიყენება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორიცაა:
ბუგრები;
ტკიპები;
ფარიანები და ცრუ ფარიანები;
თრიფსები.
მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ვეგეტაციის ადრეულ ეტაპებზე, როდესაც მავნებლების კონტროლი განსაზღვრავს მოსავლის მომავალს.
გამოყენება და ხარჯვის ნორმები:
კულტურა | მავნებლის სახელწოდება | დოზა | დამუშავების წესი,დრო, შეზღუდვები | ლოდინის პერიოდი | დამუშ.ფართობზე ხელით(მექანიზ)სამუშაოების დაწყების დრო |
ვაზი | ფარიანები, ტკიპები, ბუგრები, ცრუფარიანები, რწყილები | 10-15 | შესხურება ადრე გაზაფხულზე 10-12 დღიანი ინტერვალით 2% იანი სამუშაო ხსნარით.ხარჯვა -1000 ლ/ჰა შესხურება ზამთრის პერიოდში.ხარჯვა -800ლ/ჰა | 20(1-2) | 7 (3) |
ატამი, ვაშლატამა, ქლიავი | ფარიანები, ტკიპები, ფსილები, ბუგრები, რწყილები | 18-25 25-30 | შესხურება ადრე გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი) 10-12 დღიანი ინტერვალით 2%-იანი სამუშაო ხსნარით. ხარჯვა-1200 ლ/ჰა შესხურება ზამთრის პერიოდში. ხარჯვა-1000 ლ/ჰა | 20(1-2) | 7(3) |
ვაშლი, მსხალი, კომში A | ფარიანები, ტკიპები და ბუგრების, ჩრჩილების მოზამთრე ფაზები, ფსილები, ცრუფარიანები | 18-24 25-30 | შესხურება ადრე გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი) 10-12 დღიანი ინტერვალით 2% იანი სამუშაო ხსნარით.ხარჯვა 1200 ლ/ჰა პრეპარატის გამოყენება. არ შეიძლება დაზიანებულ მცენარეებზე ან წვიმის დროს შესხურება ზამთრის პერიოდში. ხარჯვა-1000 ლ/ჰა | 20(1-2) | 7 (3) |
ხურმა, მოცხარი კაკალი, თხილი, ნუში | ფარიანები, ტკიპების, ბუგრების და ჩრჩილების მოზამთრე ფაზები, ცრუფარიანები | 18-24 25-30 | შესხურება ადრე გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი) 10-12 დღიანი ინტერვალით 2% იანი სამუშაო ხსნარით. ხარჯვა-1200 ლ/ჰა | 20(1-2) | 7 (3) |
ზეთისხილი | ცრუფარიანები, ჩრჩილები | 18-24 25-30 | " " | 20(1-2) | 7(3) |
დეკორატიული მცენარეები, ტყის ჯიშები | ფარიანები | 15-20 | შესხურება ზამთრის განმავლობაში, ყვავილობამდე ან ყვავილობის შემდეგ 10-დღიანი ინტერვალით ხარჯვა -800 - 1000 ლ/ჰა | 20 (1-2) | 7(3) |
ციტრუსები | ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა | 30-35 | შესხურება ზაფხულის განმავლობაში (ივნისი-ივლისი) ან მოსავლის აღების შემდეგ ზამთრის განმავლობაში, ყვავილობამდე- (1-2). ხარჯვა -2000 ლ/ჰა | 7(2) | 7(3) |
